The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია

იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:1938  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ფტიზიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. ნოვოროსიის (ოდესის) და მოსკოვის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის აღზდილი (დაამთავრა 1911 წელს). გამოჩენილი ფტიზიატრი. დახელოვნდა გერმანიის და ფინეთის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სამკურნალო დაწესებულებებში. აკად. ა. ალადაშვილის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „ტუბერკულოზის ლიმფური გზით გავრცელების ანატომიური დასაბუთების მასალები" (1924). პროფესორი, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ტუბერკულოზის კათედრის გამგე, ტუბერკულოზის სამედნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზატორი ქ. თბილისში, ქართულ ფტიზიატრთა სკოლის ფუძემდებელი. მისის შრომები ეხება ფილტვების ქრონიკული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს.

1938 წელს დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა რომ იყო ესერების ანტისაბჭოთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი მონაწილე და ეწეოდა ინტენსიურ ძირგამომთხრელ საქმიანობას, იღებდა მონაწილეობას ტერაქტების მზადებაში საბჭოთა კავშირის კპ(ბ)-ს ხელმძღვანელობისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ საქმიანობას უცხო სახელმწიფოების სასარგებლოდ. სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.