The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გრიგოლ პავლეს ძე ხუციშვილი

დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1952  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ბორჯომში. 1923 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ოტო-რინო-ლარინგოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "სასმენი ორგანოს მიკრომორფოლოგიის და კლინიკისათვის მალარიის დროს" (1946). პროფესორი, საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი, ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კათედრის გამგე, პირველი ქართველი მეცნიერი ოტო-რინო-ლარინგოლოგი.