The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სერგი ივლიანეს ძე ჩახუნაშვილი

დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1968  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა დაბა ვანში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. ნ. კახიანის მოწაფე. მედიცინის მევნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Экспериментальные исследования о воспалительных изменениях червеобразного отростка“ (1940), საკანდიდატო დისერტაცია - "ერითროციტების დალექვის რეაქციის ცვალებადობა ოპერაციის შემდგომ პერიოდში" (1937). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.