The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარიამ გიორგის ასული პარკაძე

დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1967  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ მეტეხში (კასპის რაიონი). 1923 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. ს. ყიფშიძის მოწაფე. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვული განყოფილების გამგედ, საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მე-4 მთავარი  სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის კონსულტანტად.