The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე საბას ძე პარასტაევი

დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1958  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ხვეწში ( ჯავის რაიონი, სამხრეთ ოსეთი). 1921 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - "სამხრეთ ოსეთის მშობიარეთა მენჯის საშუალო ზომები და საერთო ფიზიკური განვითარების ზოგიერთი მონაცემი" (1948). საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ს/კ. ინსტიტუტის კლიმატოთერაპიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.