The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ილია ტიმოთეს ძე ბერულავა

დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1969  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ქოლობანში (აბაშის რაიონი). 1929 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "პელაგრა და მისი ლიკვიდაცია საქართველოს სსრ-ში" (1967), საკანდიდატო დისერტაცია - "მალარიის მკურნალობა და პროფილაქტიკა ახალი სინთეზური პრეპარატებით" (1939). პროფესორი, სხვადასხვა დროს საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ლაბორატორიის უფროსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის პროფესორი.