The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლიდა პავლეს ასული გრიგოლია

დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1962  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ონკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ცხაკაიაში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. დახელოვნდა საფრანგეთში პროფ. ჟ. და მ. კიურის კლინიკაში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”მასალები სასქესო ჰორმონების როლის შესწავლისათვის ძუძუს კიბოს დროს” (1960), საკანდიდატო დისერტაცია - ”საშვილოსნოს ყელის კიბოს რადიოთერაპია” (1941). პროფესორი. მისი შრომები ეხება სასქესო ჰორმონების და სხივური თერაპიის გავლენას სასქესო ორგანოების კიბოზე.