The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი ანტონის ძე ბახტაძე

დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:1948  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. წულუკიძეში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ნევროპათოლოგი, პროფ. ს. ყიფშიძის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”ლეიდენ-ვესტფალის მწვავე ატაქსიის პრობლემისათვის” (1939), საკანდიდატო დისერტაცია - ”რეფლექსების მდგომარეობა და მათი დიაგნოზური მნიშვნელობა ნევროზების დროს” (1935). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი.