The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ილია ფილიმონის ძე ბარბაქაძე

დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1970  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქვედა საქარაში (ზესტაფონის რაიონი). 1922 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელად, ბორჯომის სამხედრო სანატორიუმის უფროსად, აბასთუმნის სამხედრო სანატორიუმის უფროსად, ამიერკავკასიის წითელდროშივანი სამხედრო ოლქის პოლიკლინიკის ექიმად.