The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



პეტრე მიხეილის ძე ჩავლეიშვილი

დაბადების თარიღი:1914
გარდაცვ. თარიღი:1967  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ასკანაში (მახარაძის რაიონი). 1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - ”მასალები რევმატიზმისა და ქრონიკული ტონზილიტის ურთიერთობის საკითხისათვის” (1959). საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი, თბილისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის განყოფილების I კლინიკური საავადმყოფოს მე-2 თერაპიული განყოფილების გამგე.