The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შალვა აბიათარის ძე იაკობაშვილი

დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1941  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:უროლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ჩიხაში (საჩხერის რაიონი). პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1924 წელს), უროლოგი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი; სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის ქალაქის ჯანდაცვის განყოფილების გამგედ, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უროლოგიური კაბინეტის გამგედ, რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ.