The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარიამ დავითის ასული დადიანი

დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:1961  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:სტომატოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა დაბა მანგლისში. 1932 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - ”სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს მრგვალ ხვრელთან ალკოჰოლიზაციით მკურნალობის საკითხისთვის” (1948). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის დოცენტი.