The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



თეიმურაზ ნათაძე

თეიმურაზ ნათაძე
Date of birth:28 February, 1923
Date of death:1990  (at 66 years)
Category:Pathophysiologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946-1949წწ. თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი იყო; 1950-1955წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტი) პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტეტია; 1955-1967 წწ დოცენტი, 1968 წლიდან პროფესორი; 1977-1990წწ. იყო თსსი–ის პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგე; 1965-1976წწ. თსსი–ს სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; სხვადასხვა დროს იყო, საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, მიკროცირკულაციის კვლევის რესპუბლიკური ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პათოფიზიოლოგთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საკავშირო სამეცნიერო ჟურნალ "Патологическая физиология и экспериментальная терапия" –ს სარედაქციო კოლეგიის წევრი; ერთი წლით, სამეცნიერო მივლინებით, იმყოფებოდა საფრანგეთში. იყო მრავალი საერთაშორისო კონგრესის მონაწილე; მისი სამეცნიერო შრომები ეხებოდა ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის ფუნდამენტურ გამოკვლევებს ავთვისებიან სიმსივნეებსა და სიმსივნიან ორგანიზმში და დიდ ინტერესს იწვევდა საბჭოთა და ევროპელ მეცნიერთა შორის; იყო ცივი იარაღის ერთ–ერთი ცნობილი კოლექციონერი საბჭოთა კავშირის მასშტაბით; აღზარდა სტუდენტებისა და მეცნიერების მრავალი თაობა; იყო არაერთი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1951 ), მედიცინის მეცნ. დოქტორი (1964); გამოქვეყნებული ჰქონდა 110–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; ქართველი პათოფიზიოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტი) პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგე (1976–1990).

Member of Organizations

  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1977-1990)

Bibliography