The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



დიმიტრი ნაზარიშვილი

დიმიტრი ნაზარიშვილი
Date of birth:1854
Date of death:19 February, 1927  (at 73 years)
Burial location:მწვანეყვავილას პანთეონი, ქუთაისი
Category:Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია 1878 წელს.

გიმნაზიის დამთავრების შედგე დაიწყო მუშაობა წმინდა ნინოს სასწავლებელში, ქათული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად; ბულგარეთში გაგზავნეს დუნაის მოქმედი არმიის ექიმად; 1880 წლიდან იგი ქუთაისში მოღვაწეობდა სამხედრო ლაზარეთის ორდინატორად. 1892 წელს ქუთაისში ღარიბთათვის დააარსა უფასო ამბულატორია, რომელსაც 25 წელი განაგებდა. 1906 წელს მან დაამზადა მალარიის საწინააღნდეგო სამკურნალო წამალი და მას "ნაზარიშვილის წვეთებს" ეძახდნენ.  22 წლის განმავლობაში უანგაროდ მუშაობდა ქუთაისის თეატრის ექიმად. აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო კვლევას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის წყალტუბოს მინერალური წყლების შესწავლასა და გამოყენებაში. 1917 წელს ცალკე წიგნად გამოიცა დიმიტრი ნაზარიშვილის ნაშრომი — "წყალტუბოს მინერალური წყლები და მათი სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი მნიშვნელობა". ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე აგრეთვე დიდ მუშაობას ეწეოდა მალარიასთან ბრძოლის ორგანიზაციის საკითხებში. მას ირჩევდნენ ქუთაისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. აქტიურად იბრძოდა საქართველოსათვის ავტონომიისა და სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი ცხოვრების პირობების შეცვლის მოთხოვნით. მისი პირადი არქივები ქუთისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჭლექიანთა გაძლიერებული კვება".

Member of Organizations

  • დასავლეთ საქართველოს ექმთა კავშირი, ერთ-ერთი დამაარსებელი (1917-)
  • პირველი ქართული ყოველკვირეული გაზეთი "შრომა"(ქუთაისი), ერთ-ერთი დამაარსებელი , გამომცემელი და რედაქტორი (1881-)