The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლამარა ნადირაძე

დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1966წწ. იყო ცაგერის რაიონის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგე; 1966–1969წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის ასპირანტი; ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვირუსულ ინფექციათა იმუნოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972–1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური კვლევითი ლაბორატორიის ინფექციური იმუნოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978–1980წწ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ინფექციათა იმუნოლოგიის უმცროსი მეცნიერ-თანამსრომელი; 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის ასისტენტი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თანამედროვე ტიფო–პარატიფული დაავადებების კლინიკა იმუნიტეტისა და პათოგენეზის ზოგიერთი ასპექტი", დაიცვა 1979 წელს.