The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გიორგი მოსიძე

გიორგი მოსიძე
Date of birth:5 May, 1972  (52 years)
Category:Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1995 წელს.

1994-1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გენერალური მდივანი, პარალელურად მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე გადაცემების: "+ და -" და "ტელე-კატალოგის" წამყვანად; 1995-1996წწ. წლებში ინფექციური პათოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის ჰეპატოლოგიის განყოფილება, ექიმი-ინტერნი; 1997-2000წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის რეფერენტი; 2000-2001წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პირველი მდივანი; 2004 წელს გაიარა პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (სტრასბურგი) სრული კურსი პოლიტოლოგიასა და პოლიტეკონომიაში; 2004-2006წწ. თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე; იმავე პერიოდში იყო ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების კონგრესის საქართველოს დელეგაციის წევრი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; 2007 წლიდან შპს "პროდიუსერული ცენტრი GameTV"-ის დირექტორი და პროექტის "რა? სად? როდის" ავტორი და წამყვანი; 2011 წელს გაიარა ნიუ-იორკის კინოაკადემიის კურსი დრამატული სერიალების პროდიუსირების მიმართულებით; 1991 წლიდან საქართველოს კლუბის "რა? სად? როდის?" პრეზიდენტი; 2011 წლიდან დავოსის ეკონომიკური ფორუმის The Global Shapers Community-ს საქართველოს ჰაბის დამფუძნებელი.

Member of Organizations

  • ახალგაზრდა ქართველები ევროპისათვის, კავშირის თავმჯდომარე (1997-2000)
  • პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაცია, თავმჯდომარე (2002-2004)
  • საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭო, გამგეობის წევრი (1998-1999)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-)
  • საქართველოს მედიკოს-სტუდენტთა ასოციაცია (GeoMSA), პრეზიდენტი (1995-1996)