The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ელგუჯა მირესაშვილი

ელგუჯა მირესაშვილი
Date of birth:8 December, 1927  (96 years)
Category:Therapist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ძეგვი, მცხეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1968წწ. იყო სოხუმის I საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ორდინატორი; 1968–1988წწ. სოხუმის I პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგე; 1985 წელს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი თერაპევტი. 1988 წელს აფხაზეთის ჯანდაცვის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე.  ავტორია 57 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სასუნთქი ორგანოების დაავადებათა ეპიდემიოლოგიის, ეტიოლოგიის საკითხებს. არის 3 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, აკად. ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის პრორექტორი, ჟურნალ "მედიკოსის" მთავარი რედაქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე პნევმონიები აფხაზეთის მოსახლეობაში 1954–1967 წლებში", დაიცვა 1967 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მწვავე რესპირატორული დაავადებების ეტიოლოგია და მისი მნიშვნელობა სასუნთქი ორგანოების დაავადებათა ქრონოზაციის გამაფრთხილებელ ღონისძიებათა შესახებ პოლიკლინიკის პირობებში", დაიცვა 1984 წელს.

Member of Organizations

  • აფხაზეთის გაერთიანებული სამედიცინო–სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, ვიცე–პრეზიდენტი
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, თავმჯდომრის მოადგილე

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1995 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • 1981 - მედალი "შრომითი მიღწევებისთვის"
  • აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ექიმი