The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



თამაზ მაღლაკელიძე

თამაზ მაღლაკელიძე
Date of birth:14 March, 1947  (77 years)
Category:Pulmonologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1970–1971წწ. მუშაობდა ბორჯომის სანატორიუმ "ლიკანში"; 1971–1977წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პულმონოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1977–1991წწ. ასისტენტი, 1991 წლიდან არის თბილისის სამედიცინო აკადემიის თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის დოცენტი. . 1997-2004 – საქართველოში გაეროს ოფისის ექიმი-კონსულტანტი. 2005-2009 – სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე . 2007 წლიდან-დღემდე – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის (GARD) კავკასიის კოორდინატორი. ოჯახის ექიმთა რესპირატორული სისტემის გაიდლაინების სწავლების პროექტის მონაწილე საქართველოში. 2016 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის კათედრის  პროფესორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 51 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი (რომლებიც ძირითადად ეძღვნება რესპირატორული მედიცინის აქტუალურ საკითხებს), მათ შორის რესპირაციის საკითხებში 4 მეთოდური რეკომენდაციის და 5 ეროვნული გაიდლაინის ავტორი;

სპირომეტრიის, ფქოდ-ის, ბრონქიალური ასთმის და თამბაქოსთვის თავის დანებების პროგრამის კოორდინატორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"მიოკარდიუმის შეკუმშვადი ფუნქცია, ცენტრალური და პერიფერიული ჰერმოდინამიკა სხვადასხვა კლასის B–ადრენერგიული რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენებისას მიოკარდიუმის  მწვავე ინფარქტის დროს", დაიცვა 1987 წელს.

Member of Organizations

  • ევროპის რესპირატორთა ასოციაცია, წევრი
  • თბილისის სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო სამჭო, წევრი
  • ნიუ–იორკის აკადემია, წევრი
  • რუსეთის პულმონოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ალერგოლო–იმუნოლოგთა და იმუნორეაბილიტაციის სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • საქართველოს თერაპიული საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 2015 - ეროვნული პრემიის ლაურეატი.
  • 2002 - ღირსების ორდენის კავალერი

Contacts Information

  • Business
    აკად. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი
    Address:თბილისი, ნ. ჯავახიშვილის №1
    Phone: 2 40 23 17; 2 402 322; 2 402 301
  • Business
    სამედიცინო ცენტრი ციტო
    Address:ფალიაშვილის ქ. N 40
    Phone:2 29 06 71