The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გიორგი მაღალაშვილი

გიორგი მაღალაშვილი
Date of birth:1904
Date of death:25 November, 1969  (at 65 years)
Burial location:დაკრძალულია საკუთარ მამულში, ზემო ბავარიის ქალაქი ზეებრუკი (გერმანია)
Category:Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1921 წელს, შემდეგ თბილისის გერმანული გიმნაზია. 1922 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე; სწავლა განაგრძო ტუბინგენის და მიუნხენის უნივერსიტეტებში.

1928 წელს მიუნხენის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა დაიწყო ფალკენშტეინში, სადაც დასახლდა კიდეც. ექიმობის გარდა ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას: მისი პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია 1953 წელს ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოქვეყნებული  "სომეხ-ქართველთა ურთიერთობის ისტორიიდან" და 1954 წელს დაწერილი ნაშრომი – "კავკასიის ისტორიისათვის ჯვაროსანთა ომის დროიდან"; საბჭოთა კავშირთან ომის დროს ზრუნავდა გერმანიაში მოხვედრილ ქართველ ტყვეებზე, ბევრი მათგანი მისი ძალისხმევით განთავისუფლდა საკონცენტრაციო ბანაკიდან. გიორგი მაღალაშვილი ომის შემდეგ იყო დასავლეთ გერმანიაში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე. საზოგადო მოღვაწე.