Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გელა ლეჟავა
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.
1960-1973წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973-1978წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცკ სხვადასხვა თანამდებობაზე; 1978-1986წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი; 1986-1993წწ. ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტუს ნარკოლოგიის მედიკო–ბიოლოგიურ პრობლემათა განყოფილების გამგე; 1993-2001წწ. ახლად დაარსებული ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2000 წლიდან არის ახლად დაარსებული ნარკოლოგიის კათედრის გამგე; 2008 წლიდან ჯანმრთელობის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციისა და ნარკოლოგიური პროგრამების კოორდინატორი. არის სრული პროფესორი. 6 მონოგრაფიისა და 85–მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: "Электрофизиологическое исследование механизмов привыкания зрительной системы"(1968), "საზოგადოებრივი ჯანდაცვა საბჭოთა საქართველოში"(1984), "მავნე ჩვევიდან დაავადებამდე"(1986), "ნარკომანიის მედიკო–ბიოლოგიური და ფილოსოფიურ–ზნეობრივი ასპექტები"(1995), "ნარკოლოგია"(2001), "ნარკომანია, ფენომენის ანალიზი"(2003). დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია 1965 წელს და სადოქტორი დისერტაცია 1973 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |