The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ზვიად კორტავა

Date of birth:30 November, 1959  (64 years)
Category:Rheumatologists

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს.

გაიარა ამავე ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა(შინაგანი სნეულებები); 1982–1984წწ. იყო ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის სუბორდინატორი; 1984–1987წწ. მოსკოვის რევმატოლოგიის ინსტიტუტში სწავლობდა ასპირანტურაში(რევატოლოგია); 1988 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოლოგიის კურსის ასისტენტი; 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საინფორმაციო–სასწავლო ცენტრის დირექტორად. ავტორია  39 სამეცნიერო ნაშრომისა(19 ინგლისურ ენაზე), რომლებიც ძირითადად შეეხება შოგრენის დაავადებას, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, კლინიკური ფარმაკოლოგიის საკითხებს. მუშაობს სამედიცინო ინფორმატიკის, ჯანმრთელობის ქსელების, ტელემედიცინისა და დისტანციური სწავლების საკითხებზე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რევმატოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰუმორული იმუნიტეტის დარღვევათა კლინიკური მნიშვნელობა შოგრენის დაავადებისა და შოგრენის სინდრომის დროს", დაიცვა 1997 წელს.

Member of Organizations

  • საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს კლინიკური ფარმაკოლოგიის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მედიკო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო ინფორმატიკის ასოციაცია, წევრი