შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
პალიკო კინტრაია
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.
1958–1961წწ. იყო თიანეთის მეან–გინეკოლოგი; 1963–1966წწ. მარნეულის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1968–1974წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1975–1979წწ. პროფესორი; 1979 წლიდან არის ამავე კათედრის გამგე, 1980 წლიდან – პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1977–1986წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მეან–გინეკოლოგი. ავტორია 190 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 40 საკანდიდატო და 12 სადოქტორო დისერტაცია.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაყოფის ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები სამეანო მაშების და ვაკუუმ ექსტრაქციის გამოყენების დროს", დაიცვა 1964 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნაყოფის კრანიო–ცერებრალური ჰიპოთემია მშობიარობის დროს", დაიცვა 1970 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |