The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნინო თოდუა

Date of birth:14 February, 1926  (98 years)
Category:Hygienist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1949–1952წწ. იყო ტროპიკულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი; 1951–1962წწ.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, ასპირანტი; 1962–1965წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სასკოლო ჰიგიენის განყოფილების ხელმძღვანელი; 1965–1970წწ.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა და მოზარდთა ჰოგიენის კათედრის ასისტენტი; 1970 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 53 სამეცნიერო ნაშრომის. უწევს სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას სეს–ის ექიმებს, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს, ბავშვთა პოლიკლინიკებისა და ბავშვთა და მოზარდთა დაწესებულებების ექიმებს. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქ. თბილისის აბრეშუმის მქსოველ ქალთა სადღეღამისო ენერგოხარჯვის შეწავლისთვის", დაიცვა 1962 წელს.

Member of Organizations

  • მედიცინის ისტორიკოსთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • პედიატრთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1998 - შრომის ვეტერანი