The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ოთარ ზენაიშვილი

ოთარ ზენაიშვილი
Date of birth:18 July, 1924
Date of death:25 January, 2017  (at 92 years)
Category:Parasitologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის  სან.ებით ჰიგიენური ფაკულტეტი 1946 წელს.

1946–1949წწ. იყო სამხრეთ ოსეთის საოლქო სამალარიო(ტროპიკული) სადგურის გამგე; 1950 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამალარიო ჯგუფის ექიმ–ინსპექტორი, მალარიოლოგი; 1952 წელს ჰელმინთოლოგიური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1953 წელს უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1961 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 144 სამეცნიერო–პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის, მონოგრაფიების. ავტორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა "თერაპიული ცნობარის" (1984) და "საოჯახო მედიცინის" (1994) გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. 1994 წლიდან არჩეულია პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსად. ექიმი-პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ანკილო სტომილოზიისა და ზოგიერთი სხვა ჰელმინთოთოზის ოთხქლორიანი ნახშირბადით მკურნალობის საკითხისათვის", დაიცვა 1955 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა -"ჰემოკოოაგულაციური დარღვევების პათოგენეზური მექანიზმი ანკილოსტომიდოზისა და ფასციოლოზის დროს", დაიცვა 1971 წელს.

Member of Organizations

  • თსსუ ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭო, წევრი
  • საქართველოს პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, წევრი

Awards and Honors

  • 1991 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია
  • 1984 - საქართველოს უზენაესი საბჭოს "საპატიო სიგელი"