The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



თენგიზ ვერულავა

თენგიზ ვერულავა
Date of birth:11 January, 1966  (58 years)
Category:Doctor

Biography

დაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფელი სერგიეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1990 წელს; დიდი ბრიტანეთის იორკის უნივერსიტეტი ჯანდაცვის ეკონომიკის მიმართულებით 1997 წელს; 1998 წელს სტაჟირება გაიარა გერმანიაში სამედიცინო და სოციალური დაზღვევის განხრით მაგდებურგის სამედიცინო დაზღვევის კომპანიაში; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 2000 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმ-პედიატრად, სენაკის რაიონული საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგად, სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს მენეჯერად; იყო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის უფროსი; სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის უფროსი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების სააგენტოს მრჩეველი; სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმირების პროექტის მთავარი კოორდინატორი; "ავერსის დაზღვევის" სადაზღვევო პროდუქტების შექმნისა და გადაზღვევის სამსახურის უფროსი; აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი; 2005 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას; 2005-2011წწ. საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომიკის და დაზღვევის კათედრის უფროსი, სრული პროფესორი; 2011-2012წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2013 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის" დირექტორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" და "სადაზღვევო საქმე" ხელმძღვანელი; საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის სამეცნიერო ჟურნალის "თავისუფლების ბიბლიოთეკა", მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში.

Member of Organizations

  • ჯანდაცვის ეკონომისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი

Bibliography