The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გაიოზ ვასაძე

Date of birth:14 May, 1928
Date of death:November, 2016  (at 88 years)
Category:Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1952 წელს.

1960-1963 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული ქირურგიის ლაბორატორიას, თავდაპირველად ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის, შემდეგ კი ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. 1963-1968 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების გამგე, 1968-1984 წლებში სამედიცინი კიბერნეტიკის განყოფილების გამგე, 1971-1984 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1984-1987 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს IV სამმართველოს ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი, 1985-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის კათედრის გამგე. 1964-1984 წლებში იყო რესპუბლიკის დარგობრივი ავტომატიზებული მართვის სისტემის მთავარი კონსტრუქტორი. 1987-1994 წლებში სამედიცინო ინფორმატიკისა და კომპლექსური ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და ამავე დასახელების საწარმოო-სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი. 1994-2006 წლებში საქართველოს სოციალური და ჯანმრთელობის ინსტიტუტის(ყოფილი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ეროვნული ცენტრი) მრჩეველი. შეისწავლიდა შოკის, სისხლის დაკარგვისა და ტერმინალურ მდგომარეობათა პათოფიზიოლოგიას, სამედიცინო კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, ბიომათემატიკის, ცოდნის მართვის სისტემათა და საქართველოში სამედიცინო მეცნიერებების ორგანიზაციის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი(1967), სამედიცინო კიბერნეტიკის ფუძემდებელი საქართველოში.

Member of Organizations

  • სამედიცინო ინფორმატიკისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ასოციაცია, პრეზიდენტი (1991-2016)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი

Bibliography