The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ოთარ დიხამინჯია

ოთარ დიხამინჯია
Date of birth:1911
Date of death:1993  (at 82 years)
Category:Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1935 წელს(სამკურნალო).

ჯერ კიდევ მოსწავლეობის დროს ჩაირიცხა სოხუმის კავშირების სახლის მომღერალთა გუნდის სოლისტად, თან სკოლის მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა; ინსტიტუტში სწავლის პირველი სამი წლის განმავლობაში მომღერალთა გუნდსა და ვოკალურ ჯგუფებს ხელმღვანელობდა; 1933 წელს ჩაირიცხა პოლიკარპე ფალიაშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ კონსერვატორიაში შემსვლელთა კურსებზე, სადაც მცირე ხანს იმეცადინა, რადგან რაიონში გაგზავნეს ექიმად; მღეროდა მიხეილ კავსაძის გუნდში და თან სხვადასხვა რაიონებში მომღერალთა გუნდებსა და ვოკალურ ჯგუფებს აყალიბებდა; 1948 წლიდან იყო ბანძაში; მკურნალობდა ავადმყოფებს და თან საყვარელ საქმეს - სიმღერას არ ივიწყებდა; ბანძის კლუბში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა სარაიონო, ზონალურ და რესპუბლიკურ დათვალიერებებზე, რადიოთი ხშირად გაისმოდა ამ გუნდის შესრულებით ჩაწერილი სიმღერები; 1953 წელს სხვა ლოტბარებთან ერთად საგუნდო-სადირიჟორო კურსები გაიარა; გეგეჭკორის რაიონის პიონერთა და მოსწავლეთა სარაიონო სახლის მომღერალთა გუნდსაც დიდ ყურადღებას უთმობდა; 1957 წელს გეგეჭკორის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ახალგაზრდულ ანსამბლს ახალგაზრდობის რესპუბლიკურ ფესტივალზე მეორე ხარისხის დიპლომი მოაპოვებინა; თვითმოქმედ კომპოზიტორს მრავალი სიმღერა აქვს შეთხზული, მისი სიმღერებია: "მერცხალი", "გახსოვს, მერი", "ჩემთან მოდი", "გაზაფხული", "ბულბული", "ჩემო ქვეყანავ", "ვუმღერით თბილისს", "პიონერული სიმღერა", "საკოლმეურნეო სიმღერა"; მათ წარმატებით ასრულებდნენ ხალხურ საკრავთა ორკესტრები, ვოკალური ტრიოები, კვარტეტები, ოპერის სოლისტები; ცალკე არის გამოცემული "მერცხალი" და "გახსოვს, მერი", ხოლო ზოგი სიმღერა სასკოლო სწავლების პროგრამაშია შეტანილი; ექიმი, მომღერალი, ფოლკლორისტი, ლოტბარი.