The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გიორგი დიდავა

გიორგი დიდავა
Date of birth:7 August, 1958  (66 years)
Category:Pathology anatomist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1975 წელს – დაამთავრა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლა ოქროს მედლით. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1981-1983 წლებში – თსსუ პათოლოგიური ანატომიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1983-1987 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1987 წელს – დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1999 წელს – სადოქტორო დისერტაცია.

სამუშაო გამოცდილება: 1983–1986წწ. ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი პათოლოგანატომი; 1986 წლიდან ხელმძღვანელობს ბავშვთა ცენტრალურ პათოლოგანატომიურ გაერთიანებას; შპს მოზრდილთა და ბავშვთა პათოლოგიის ცენტრი; თსსუ პროფესორი; ავერსის კლინიკის პათოლოგანატომი; მოზრდილთა და ბავშვთა პათოლოგიის პათოლოგანატომიური სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი; შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი კლინიკურ პათოლოგიაში. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის “ვექტორი”-ს ექსპერტი კლინიკური პათოლოგი.

ავტორია 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის. არის ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ბავშვთა პათოლოგანატომიური სამსახურის ორგანიზაცია და ბავშვთა რეანიმაციული პათოლოგიის სტრუქტურული საფუძვლების შესწავლა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პანკრეასის ეგზოკრინული აპარატის მორფოლოგიური ცვლილებები ჰემორაგიული შოკის დროს და პოსტრეამინაციულ პერიოდში" (1987).

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2004).

Member of Organizations

  • საქართველოს პათოლოგანატომთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი