The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მაია გურგენიძე

დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ბაქტერიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჩოხატაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1966წწ. იყო ოზურგეთის ექიმი–ბაქტერიოლოგი; 1967–1988წწ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიკრობიოლოგიური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ისტორიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ატარებს ექსპერიმენტალურ კვლევებს მიკრობთა გენეტიკაში, აქვეყნებს სტატიებს მედიცინის ისტორიაში, ეკუთვნის მეცნიერული ძიებანი. მედიცინის ისტორიის კათეწდრაზე ატარებს ლექცია–სემინარებს, ამუშავებს საკონფერენციო თემებს. ექიმი–ბაქტერიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Col D ფაქტორების მობილიზაცია", დაიცვა 1973 წელს

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • მედიცინის ისტორიკოსთა კავშირი, წევრი