The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გურამ გურგენიძე

გურამ გურგენიძე
Date of birth:30 November, 1929
Date of death:7 January, 2003  (at 73 years)
Category:Allergologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს.

1963-1974წწ. იყო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი და ალერგოლოგიის კურსის ხელმძღვანელი; 1974 წლიდან იყო მისივე თაოსნობით სსრკ–ში პირველად ჩამოყალიბებული ალერგოლოგიის კათედრის, ხოლო 1978 წლიდან ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების გამგე და რესპუბლიკური ალერგოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი; 1975-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; შეისწავლა ალერგიულ დაავადებათა ეტიოპათოგენეზის კლინიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკურ საკითხებს; მის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბრონქული ასთმის ცალკეული კლინიკური ფორმის იმუნოლოგიური თავისებურებების დახასიათებას, აგრეთვე მკურნალობის და პროფილაქტიკური მეთოდების შემუშავებას; თანაავტორია ჰავაის უნივერსიტეტის(აშშ) მიერ გამოცემული კოლექტიური მონოგრაფიისა "ალერგია მსოფლიოში"; ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1961), პროფესორი(1966).

Member of Organizations

  • იმუნორეაბილიტაციის საერთაშორისო ასოციაცია, საპატიო წევრი (1994-)
  • მოსკოვის ალერგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1979-)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1995-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1966-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)
  • ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახელობის საბუნებისმეტყველო საზოგადოება, საპატიო წევრი (1979-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე