The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თაისა გრძელიძე

დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975–1976წწ. მუშაობდა თბილისის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1976–1983წწ. იყო ქუთაისის პათოლოგანატომიური სამსახურის რაიონთაშორისო ცენტრის მთავარი ექიმი; 1983–1992წწ. ქუთაისის I ქალთა კონსულტაციის ენდოსკოპიური კაბინეტის ექიმი; 1992 წლიდან ამავე სამშობიარო სახლის ორდინატორი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის; ექიმი–მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული მედიცინის კათედრის გამგე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მორფოლოგიური თავისებურებები მენსტრუალური ყვითელი სხეულის ფუნქციის მოშლილობის და ორსულობის ყვითელი სხეული პირობებში მისი განვითარების ადრეულ ფაზებში", დაიცვა 1985 წელს.