The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ილია გრუზინოვი

Legal name:ილია ნამჩევაძე
Date of birth:1771
Date of death:12 January, 1813  (at 42 years)
Burial location:ბარუნის მონასტრის კედელი, ვილნოს გუბერნია, რუსეთი
Category:Anatomist, Physiologist/Physiotherapist

Biography

ადრეული რუსული სამედიცინო მეცნიერების ერთ–ერთი უნიჭიერესი მოღვაწე ილია გრუზინოვი დაიბადა რუსეთში, მღვდლის ოჯახში. ეკუთვნის იმერელ აზნაურ რომანოზ ნამჩევაძის შთამომავლობას, რომელიც რუსეთში ჩასულა დაახლოებით 1728 წელს. დასახლებულა სტანიცა სტაროჩერკასში, სადაც მისმა უფროსმა ვაჟმა იოსებმა ცოლად შეირთო კაზაკის ქალი გვარად აფანასიევა, რომლისგანაც შეეძინა ხუთი ვაჟი: ევგრაფი, პეტრე, რომანი, ათანასე და ნიკოლოზი. ისინი გრუზინოვების გვარით შევიდნენ რუსეთის იმპერიაში.

ილია გრუზინოვი თავდაპირველად სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. 1797 წელს ჩააბარა და 1801 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1804 წელს პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიული აკადემია. იმავე წელს ლათინურ ენაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე "გალვანიზმი და მისი გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში". მალე მას, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდას, ანატომიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გზავნიან საზღვარგარეთ (გერმანია–ინგლისი–საფრანგეთი). რუსეთში 1809 წელს ბრუნდება და მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე იწყებს მუშაობას ანატომიის ადიუნქტ–პროფესორად. 1811 წლიდან ანატომიის კათედრის ორდინალური პროფესორია. კითხულობდა ლექციებს ანატომიაში, ფიზიოლოგიასა და პათოლოგიაში, სასამართლო მედიცინასა და კლინიკურ საგნებში.

1812 წელს, რუსეთის სამამულო ომის დროს ილია გრუზინოვი მოხალისედ წავიდა არმიაში. მოსკოვის ლაშქრის კორპუსის ექიმი იყო და სახელი გაითქვა უშალოდ ბრძოლის ველზე ჩატარებული რთული ოპერაციებით.

ილია გრუზინოვის შრომები ანატომიის, ფიზიოლოგიისა და სასამართლო მედიცინის სფეროში ახალი სიტყვა იყო თავისი დროის რუსეთის მეცნიერებაში. მან შეისწავლა ადამანსა და ცხოველში ხმის წარმოშობის მექანიზმი, რისთვისაც ერთ–ერთმა პირველმა ჩაატარა ცდები ადამიანის გვამზე. მოსკოვის უნივერსიტეტის ანატომიის მუზეუმი გაამდიდრა ანატომიური პრეპარატებით, მათ შორის აღსანიშნავია ადამიანის თვალის მაკროპრეპარატი.

ილია გრუზინოვმა მთავარი აღმოჩენა გააკეთა ბოროდინოს ველზე დაღუპული ჯარისკაცების გვამების შესწავლისას. მან შეამჩნია, რომ ტრაქეის მემბრანულ კედლებში ჩაბერვისას წარმოიშობა ბგერის იოგებისგან დამოუკიდებელი ხმიანობა, რომელიც ცხოველების ხმებს მოგვაგონებს და ადამიანის სხეულს შეუძლია, წარმოშვას ხმები თვით ბგერის იოგების არარსებობის დროსაც კი. "ადამიანის ბგერა იბადება მკერდში, სასუნთქი ყელის (ტრაქეის) ქვედა ბოლოებში..."  – წერდა ილია გრუზინოვი თავის დღიურებში. მეცნიერის მიერ ამოხსნილი საიდუმლო კიდევ უფრო განავითარა თეოდორ შალიაპინმა. მომღერალმა გააცნობიერა ბგერის გამოცემის მემბრანულ–ტრაქეული მექანიზმი, რომელიც არ მოითხოვს ფიზიკურ ძალისხმევას. დამტკიცდა, რომ ბგერის ძალა არ არის დამოკიდებული სუნთქვის ძალაზე. წამოყენებული იქნა ჰიპოთეზა ბრონქიალური მინიმიზაციისა და ღრმა სუნთქვის მავნებლობის გათვალისწინებით. ე. ი. ბგერა წარმოიშობა არა ყელიდან, არამედ – მკერდიდან და ბგერის წარმოშობაზე გავლენას ახდენს სწორად დაყენებული სუნთქვა. ილია გრუზინოვის დასკვნები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მეტყველების წარმოშობის ნიუანსების შესამეცნებლად, დიდი მომღერლების საიდუმლოთა ამოსაცნობად და სიმღერის სწავლის მეთოდების დასამუშავებლად. მოსკოვის უნივერსიტეტის ანატომიური მუზეუმი გაამდიდრა ანატომიური პრეპარატებით, მათ შორის აღსანიშნავია ადამიანის თვალის მაკროპრეპარატი. რუსი ანატომი და ფიზიოლოგი, წარმოშობით ქართველი. აზნაურ რომან ნამჩევაძის შთამომავალი.