The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნოდარ გრიგოლია

ნოდარ გრიგოლია
Date of birth:1 June, 1944  (80 years)
Date of death:201?
Category:Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფელი ჭოგნარი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1971წწ. იყო ყაზახეთის სსრ ცელინოგრადის ოლქის ქ. ატბასარის რაისაავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1971–1974წწ. ასპირანტი; 1975–1982წწ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1982–1991წწ. დოცენტი; 1992–1994წწ. პროფესორი; 1994 წლიდან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა N3 კათედრის გამგე.

ავტორია 152 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "კარდიოსპაზმი" და "კლინიკური ქირურგია". მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. წლების განმავლობაში მუშაობდა აკადემიკოს ე. ფიფიას ხელმძღვანელობით და ითვლება მის მოწაფედ.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყლულოვანი დაავადების თავისებურება მოხუცთა და ხანში შესულთა ასაკში", დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "წყლულოვანი დაავადების კლინიკა და მკურნალობა ქალებში", დაიცვა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ საბჭოზე 1989 წელს.

Member of Organizations

  • გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალიზებული სამეცნიერო საბჭო (ქირურგია), წევრი
  • მსოფლიო ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • საერთაშორისო გასტროქირურგიული კლუბი, წევრი
  • საქართველოს ბიო–სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემია, ნამდვილი წევრი

Bibliography

  • ქირურგიული დაავადებები : სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2012. - 550 გვ. - ISBN: 978-9941-10-639-2
  • ქირურგიული დაავადებები : სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2005. - 507 გვ. - ISBN: 99928-32-47-9
  • ზოგადი ქირურგია : სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2005. - 382 გვ. - ISBN: 99940-46-00-4
  • კლინიკური ქირურგია (რჩეული თავები) : სახელმძღვანელო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის (Author). - თბილისი, 1996. - 416 გვ.