The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარიამ გრიგალაშვილი

დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1918  (105 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:სტომატოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხაშურის რაიონი, სოფელი წრომი.

დაამთავრა თბილისის მეორე სამედიცინო ტექნიკუმი 1936 წელს; თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1941 წელს.

1941–1943წწ. მუშაობდა ჭიათურის პოლიკლინიკაში ექიმ–სტომატოლოგად; 1943 წლიდან მსახურობდა 2019–ე სპეციალიზებულ საველე ევაკოჰოსპიტალში ყბა–სახის ქირურგად ვოლხოვის, ლენინგრადის, ბალტიისპირეთისა და ბელორუსიის ფრონტებზე; 1946–1947წწ. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა თბილისის სტომატოლოგიურ საავადმყოფოში ექიმ–ორდინატორად, ქირურგად; 1947–1951წწ. სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასპირანტურაში, არის რესპუბლიკური სტომატოლოგიური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი, ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 1953–1985წწ. იყო სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1962 წლიდან იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1970 წლიდან დოცენტი. 1979 წელს დაინიშნა ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის გამგეთ; 1984 წლის 30 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საბჭოს სხდომაზე როგორც გამონაკლისს, მიენიჭა პროფესორის წოდება. არის ექიმი–ქირურგი–სტომატოლოგი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კბილებისა და ყბების ძვლების სტრუქტურის მდგომარეობა სხივური ზემოქმედების პირობებში", დაიცვა 1967 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი, "საბრძოლო დამსახურებისათვის, დიდ სამამულო ომში გამარჯვებისათვის"
  • მედალი, "შრომითი მამაცობისათვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია