შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი გორდაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ხონის რაიონი, სოფელი კუხი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1924-1925წწ. მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მალარიის ეპიდემიოლოგიური კერების ჩამქრობ ექსპედიციებში; 1941-1946წწ. განაგებდა ამიერკავკასიის ფრონტის სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური სადგურის მალარიის საწინააღმდგე განყოფილებას; 1946-1953წწ. იყო ს. ვირსალაძის სახელობის მალარიისა და სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე; 1953-1973წწ. ამავე ინსტიტუტის ჰელმინთოლოგიური განყოფილების გამგე; 1973 წლიდან გარდაცვალებამდე მეცნიერ–კონსულტანტი; შეისწავლა მალარიისა და ჰელმინთოზების ეპიდემიოლოგიის საკითხები, ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1958), პროფესორი(1959). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |