The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გია გოკიელი

Date of birth:7 January, 1941  (83 years)
Category:Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1968–1971წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პრობლემური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1980წწ. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1981–1988წწ. ქირურგიული კათედრის პროფესორი; 1989 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის გამგე; 1990–1996წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1991 წლიდან  სამეცნიერო–პრაქტიკული ჟურნალის "ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 1968–1977წწ. მოსკოვში სკლიფასოვსკის სახელობის ინსტიტუტში, ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტსა და გულ–სისხლძარღვთა ინსტიტუტში ატარებდა სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო. არის ექიმი–ქირურგი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეზექციის ზონის ნატიფი სტრუქტურა კუჭის წყლულისა და კიბოს დროს", დაიცვა 1968 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "იზოლირებული, რეპლანტირებული და გადანერგილი გულის მოქმედების აღდგენა მიოკარდიუმის მწვავე იშემიის პირობებში", დაიცვა მოსკოვში 1977 წელს.

Member of Organizations

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი, პრეზიდიუმის წევრი (1994-)
  • საქართველოს სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოებათა პრეზიდიუმი, თავმჯდომარის მოადგილე
  • სწავლულთა სადისერტაციო და სამედიცინო უნივერსიტეტის პედაგოგიური საბჭო, წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1989 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 - გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი

Bibliography