The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით გიორგაძე

დავით გიორგაძე
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ონკოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს. 1982-1989წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა ქ. მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში და მიიღო ონკოლოგისა და ონკოქირურგის კვალიფიკაცია.

1989-2009წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, გაიარა გზა ქირურგის თანამდებობიდან თორაკალური ქირურგიის განყოფილების გამგემდე; 2006 წელს მიენიჭა დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის ("აიეტი") პროფესორის წოდება; 2009 წლიდან მუშაობს კლინიკა "კონსილიუმ მედულაში"; 2011 წლიდან არის ამავე კლინიკის კლინიკური მიმართულებების ხელმძღვანელი, ასევე ზოგადი ონკოლოგიის რეზიდენტურის ხელმძღვანელი. 90-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე, ასევე 6 კლინიკური კვლევის (4 ონკოლოგიური და 2 ქირურგიული) მთავარი მკვლევარი. იგი საქართველოში ერთ-ერთ წამყვან თორაკალურ ქირურგად ითვლება. მის მიერ პირველად საქართველოში შესრულდა რადიკალური ქირურგიული ჩარევა (პნევმონექტომია, პლევრექტომია, პერიკარდისა და დიაფრაგმის რეზექცია, ამ უკანასკნელის ხელოვნური ბადით პლასტიკით) პლევრის მეზოთელიუმის გამო. დავით გიორგაძე აგრეთვე არის თორაკოსკოპიური ქირურგიის ერთერთი ფუძემდებელი საქართველოში. ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადისერტაციო თემა - "გართულებული ფილტვის კიბო (კლინიკა-დიაგნოსტიკა, მკურნალობა)", დაიცვა 1989წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაცია (ASCO), წევრი
  • ევროპის მედიკოსთა ასოციაციის საქართველოს თორაკალურ ქირურგთა სექცია, ხელმძღვანელი
  • ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაცია (ESMO), წევრი
  • საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია, გამგეობის წევრი და ხაზინადარი
  • საქართველოს რესპირატურთა საზოგადოება, გამგეობის წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მრავალპროფილური კლინიკა „კონსილიუმ მედულა“
    მისამართი:თბილისი, ჯიქიას ქ N 6
    ტელეფონი:2 122 002