შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ავთანდილ გიორგაძე
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1957 წელს. 1957–1959წწ. იყო კურორტ აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1960–1963წწ. ტუპერკულიოზის სამეცნიერო კვლევითი რესპუბლიკური ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების ასპირანტი; 1965–1992წწ. ამავე ინსტიტუტის დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1993 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომის ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ფთიზიო–პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა: - "თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესწავლა ფილტვების ტუპერკულოზით დაავადებულ ავადმყოფებში ქირურგიული ჩარევების დროს", დაიცვა 1965 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "აბსცედირებული პნევმონიების, ფილტვების დიდი აბსცესების და პლევრის მწვავე ემპიემების კომპლექსური მკურნალობა", დაიცვა 1995 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |