The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნელი ბარნაბიშვილი

Date of birth:10 July, 1955  (69 years)
Category:Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლესოზავოცკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1979 წელს.

1979–1984წწ. იყო შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის ექიმი; 1984–1990წწ. ამავე სადგურის ვირუსთა მუზეუმის გამგე; 1990–1992წწ. აღნიშნული სადგურის უფროსის მოადგილე; 1992 წლიდან განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა საწინააღმდეგო ცენტრის ვირუსულ ინფექციათა ეპიდემიოლოგიის განყოფილების გამგე; 1995 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განყოფილების გამგე. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და დიაგნოსტიკის საკითხებზე. თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია ქართულ და რუსულ ენებზე. ექიმი–ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რიფტის ცხელების სადიაგნოზო პრეპარატები და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა", დაიცვა 1990 წელს მოსკოვში.

Awards and Honors

  • 1988 - ჯანდაცვის ფრიადოსანი