The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



სარდიონ ალექსი-მესხიშვილი

სარდიონ ალექსი-მესხიშვილი
Date of birth:1814
Date of death:1863  (at 49 years)
Burial location:ახალი შუამთის ეკლესია, თელავის რაიონი
Category:Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რუისპირი, თელავის რაიონი.

1832–1836 წლებში სწავლობდა სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის მოსკოვის განყოფილებაში, რომელიც დაამთავრა ექიმისა და ვეტერინარის წოდებით.

1840 წლიდან მუშაობდა ექიმად თელავში, სიღნაღსა და თბილისში. 1848 წელს წარდგენილი დისერტაციის საფუძველზე მიენიჭა შტაბ-დოქტორის წოდება. მისი კრიტიკული წერილები და თარგმანები(როჟე დე ბოვარის, ჟ. ფ. მარმონტელის, ეჟენ სიუს თხზულებები) იბეჭდებოდა გაზეთ "კავკაზსა" და ჟურნალ "ცისკარში". ეკამათებოდა თერგდალეულებს, იცავდა "მამათა" პოზიციებს. 1861 წელს "ცისკარში" გამოქვეყნდა ალექსი-მესხიშვილის წერილს("უსტარი ანტიკრიტიკული"). აქ იგი იცავდა სამი სტილის თეორიას და იმ ასო-ნიშნებს, რომელთა ხმარებაზე ილია ჭავჭავაძემ უარი თქვა(უ, ჱ, ჲ, ჳ, ჴ). ამავე წერილში მან პასუხი გასცა ილია ჭავჭავაძეს ფრანგულიდან ჟ. ფ. მარმონტელის "მეუდაბნოენის" საკუთარი თარგმანის გამო(დაიბეჭდა 1852 წლის № 1 და №2 "ცისკარში") და დამრიგებლური ტონით გაახსენა კარამზინის დამსახურება რუსულ ლიტერატურაში. ილია ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი "სარდიონ მეხიევის კრიტიკის" გამო წარადგინა "ცისკრის" რედაქციაში, მაგრამ ივანე კერესელიძემ იგი აღარ დაბეჭდა. მსახიობ ლადო ალექსი–მესხიშვილის მამა.