The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნიკოლოზ ავალიანი

ნიკოლოზ ავალიანი
Date of birth:24 June, 1934  (90 years)
Category:Doctor

Biography

დაიბადა ქ. ბაქოში.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1957 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო   ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1971-1978წწ. წლებში იყო საქართველოს სპორტკომიტეტის მთავარი ექიმ-მწვრთნელი. 1978 წლიდან საბჭოთა კავშირის   ნაკრები გუნდების სამეცნიერო-მეთოდური და მედიკობიოლოგიური უზრუნველყოფის მწვრთნელ-კონსულტანტი. 1981 - 1984წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის სპორტული მედიცინისა და სამკურნალო ფიზკულტურის კათედრის დოცენტი; 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ მუშაკად და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის განყოფილების გამგედ. 1993 წლიდან სამედიცინო მასაჟის სკოლა "ავანი"-ს    დირექტორია. არის თერაპის ინსტიტუტის კონსულტატი რეაბილიტაციის დარგში, სპორტული მედიცინის ფედერციის გენერალური მდივანი და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 50 სამეცნიერო  ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს  ორი   სახელმძღვნელო: "სამკურნალო ფიზკულტურის  მეთოდიკა"(1993), "მანუალური თერაპია"(1993). არის მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამკურნალო ფიზიკური კულტურა გულის ინფარქტით დაავადებულთა ეტაპურ რეაბილიტაციაში", დაიცვა 1974 წელს

Member of Organizations

  • სამკურნალო ფიზკულტურის რესპუბლიკური საზოგადოება, წევრი
  • სამკურნალო ფიზკულტურის საკავშირო საზოგადოება, წევრი
  • სპორტული მედიცინის საზოგადოება, წევრი

Bibliography