The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



კონსტანტინე ვლადიმერის ძე ჩაჩავა

კონსტანტინე ვლადიმერის ძე ჩაჩავა
Date of birth:21 May, 1919
Date of death:8 May, 1979  (at 59 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Obstetrician-gynecologist

Biography

ქართველი მეან-გინეკოლოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სსრ კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

1939 წელს დაამთავრა თბილისში საშუალო სკოლა, 1941 წელს — მოსკოვის ი. სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი. 1960 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას, 1965 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პერინატული მედიცინისა და მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც დღეს მისი სახელს ატარებს.

კონსტანტინე ჩაჩავა იყო მეანობაში კლინიკურ-ფიზიკური და ელექტროფიზიოლოგიური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი. მან პირველმა დანერგა სამკურნალო საშუალებად გინეკოლოგიაში ლაზერი, რაც დღეს საყოველთაოდ აღიარებულია. მეცნიერის კალამს ეკუთვნის 160-ზე მეტი ნაშრომი ქართულ და უცხო ენებზე, მათ შორის არაერთი მონოგრაფია და გამოგონება.

კონსტანტინე ჩაჩავა იყო ევროპის პერინატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის სამედიცინო საზოგადოების საპატიო წევრი. საქართველოსა და სსრ კავშირის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი მეან გინეკოლოგი, დიდ სამედიცინო ენციკლოპედიის ერთ-ერთი თანარედაქტორი, ჟურნალ აკუშერსტვო ი გინეკოლოგიის სარედაქციო საბჭოს წევრი და სხვა.

დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლით. 

Member of Organizations

  • ევროპის პერინატოლოგთა ასოციაცია, გამგეობის წევრი
  • ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის სამედიცინო საზოგადოება, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • შრომის წითელი დროშა და „საპატიო ნიშნის“ ორდენები და მედალი