The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



რუსუდანი ქარსელაძე

რუსუდანი ქარსელაძე
Date of birth:4 June, 1953  (71 years)
Category:Allergologist, Immunologist, Pediatrist

Biography

დაიბადა ქ. თბილისში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1976-1977 წლებში - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტი, 1977-1981 წლებში მუშაობდა თბილისის მე-9 ბავშვთა პოლიკლინიკაში, - უბის პედიატრად, 1981-1983 წლებში - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1983-1989 წლებში - პედიატრიის ს/კ ინსტიტუტი. 1989 წლიდან პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის კლინიკური ალერგოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უმაღლესი სამედიცინო სკოლის “აიეტი” შინაგანი მედიცინის განყოფილების ალერგოლოგიისადა კლინიკური იმუნოლოგიის სასწავლო კურსის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი. პედიატრიის ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვთა ალერგოლოგიის ექსპერტი. კაიროს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო გენეტიკის ექსპერტი. 104 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის კურსები: “სამედიცინო  გენეტიკა” (სერთიფიკატი ა-1 146881, მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტი,  1989 წ.), იმუნოთერაპია და ჰომეოპათიური მკურნალობა ანთებითი და ალერგიული დაავადებების დროს (სერთიფიკატი N 857, კიევის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - ტალინი, ესტონეთი 1991წ.),  ასევე International Science and Technology Center Technology commercialization—Regional Training Centers Program, 2000,  (Certificate ISTC) და The American International Health Allianca Epidemiology & Surveilance Strategies for Health Promotion  Workshop  2002, (Certificate  A.I.H.A)
  
1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”HLA სისტემის კლინიკური თავისებურებანი  ბრონქული ასთმის დროს ბავშვთა ასაკში”. 
1999 წელს -  სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “მრავალგანზომილებიანი ფენოტიპირება ბრონქული ასთმით დაავადებულ ბავშვებში”.
  
1976-1980წწ მუშაობდა თბილისის მე-9 ბავშვთა პოლიკლინიკაში უბნის პედიატრის თანამდებობაზე, 1981-1983წწ. - თბილისის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (სკი) კლინიკურ ორდინატორად. 1983-1990წწ. იყო ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, ხოლო 1990 წლიდან დღემდე პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი (სკი) უფროსი მეცნიერ თანამშრომელია.
 
რუსუდან ქარსელაძე არის პროექტის: “ატოპური დერმატიტის მკურნალობის ადგილობრივი მკურნალობის ახალი მეთოდის კლინიკური კვლევა” .

Contacts Information

  • Business
    პედიატრიის ინსტიტუტი, ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრი
    Address:თბილისი, ჩაჩავას ქ.1, სართ. 5
    Phone:(995 32) 214 64 91; (995 32) 214 64 81; 577 76 45 11;
    E-mail: