The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ალექსანდრე ზაქარიას ძე თელია (დავით)

ალექსანდრე ზაქარიას ძე თელია
Date of birth:30 June, 1954  (70 years)
Category:Allergologist, Immunologist

Biography

დაიბადა ქ. თბილისში. 

1971 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-60 საშუალო სკოლა.

  1972-78 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიულ ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიარა კლინიკიური ინტერნატურის და ორდინატურის კურსები ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ სწავლობდა ასპირანტურაში ალერგოლოგიის კათედრაზე. 1978-1979 წლებში -ქ. თბილისის II საავადმყოფო - ინტერნატურა, 1979-1981 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ორდინატორი, 1981-1984 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრა - ასპირანტი, 1984-1994 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრა - ასისტენტი. 

ასპირანტური დამთავრების შემდეგ, 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს სადოქტორო დისერტაციები.

1994 წლიდან 1996 წლამდე მუშობდა ალერგოლოგიის კათედრის დოცენტის, 1996 წლიდან პროფესორის, ხოლო 2001 წლიდან კათედრის გამგის თანამდებობებზე.

2003-2005 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

2005-2006 წლებში სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.

ამჟამად არის თსსუ შინაგან სნეულებათა N2 დეპარტამენტის ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი.

კლინიკური საქმიანობას ეწევა ალერგოლოგიის, თერაპიის და პედიატრიის მიმართულებით.

არის კლინიკური კვლევების წარმოების და მათი ხარისხის შეფასების ექსპერტი. ლექციებს კითხულობს მტკიცებითი მედიცინის და სამედიცინო სტატისტიკის მიმართულებით. 2005 წელს გამოაქვეყნა მტკიცებითი მედიცინის სახელმძღვანელო (ქართულ ენაზე).

არის საქ. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, საქ. ასთმოლოგთა ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქ. მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული რეგულარული სამეცნიერო კონფერენციების პრეზიდენტი, საქ. მედიკო-ბიოლოგიური სამეცნიერო აკადემიის წევრი, ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის ასოცირებული წევრი.

მის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ნაშრომები, სახელმძღვანელოები წარმოდგენილია მის პერსონალურ ვებ-გვერდზე www. telia.ge

გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო ნაშრომი. არის 9 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი.

მედიცინის მეცმიერებათა დოქტორი, პროფესორი.

Member of Organizations

  • ალერგოლოგ–იმუნოლოგთა და იმუნორეაბილიტოლოგთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაციის გამგეობა, წევრი

Contacts Information

  • Business
    თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
    Address:თბილისი, გუდამაყრის ქ. 4
    Phone:(995 32) 261 01 01; 595 74 64 40
    E-mail:
  • Business
    სამედიცინო ცენტრი ციტო
    Address:თბილისი, ფალიაშვილის ქ. 40
    Phone:(995 32) 229 06 72; (995 32) 229 06 71
    WebSite:http://www.cito.ge/
  • პირადი კონტაქტი
    Phone:599 541 144
    E-mail:
    WebSite:http://www.telia.ge