The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნუგზარ უბერი

ნუგზარ უბერი
Date of birth:10 September, 1946  (78 years)
Category:Pediatrist

Biography

დაიბადა ქ. ზუგდიდში. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. 1969-1972 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაისაკონსულტაციო პოლიკლინიკაში - ექიმ-პედიატრად, 1972-1974 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრაზე - ორდინატორად, 1975-1978 წლებში - ამავე კათედრის აპირანტი, 1978-1989 წლებში - ამავე კათედრის ასისტენტი, 1989 წელს დოცენტი; 1998 წლიდან კათედრის პროფესორი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის უკმარისობასა და კარდიტებს, ათეროსკლეროზის პრედიქტორებს ბავშვებში. გამოცემული აქვს მონოგრაფია რუსულ ენაზე. არის 2 საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი; ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის უკმარისობის დახასიათება კარდიტების დროს ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1983 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა -  "გულის იშემიური დაავადების რისკ ფაქტორები და მათი კორექციის გზები ამ დაავადებით დამძიმებული მემკვიდრეობის მქონე ქართველ ბავშვებში", დაიცვა 1997 წელს.

Member of Organizations

  • საქართველოს პედიატრთა ასოციაციის გამგეობა, წევრი

Bibliography