The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ვლადიმერ ვასილის ძე ვორონინი

ვლადიმერ ვასილის ძე ვორონინი
Date of birth:15 July, 1870
Date of death:11 November, 1960  (at 90 years)
Category:Pathophysiologist

Biography

დაიბადა სოფელ ნიკოლსკოეში (ტულის ოლქი). 1893 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი პათოლოგი - პათოფიზიოლოგი. პროფ. მანუხინის მოწაფე. მუშაობდა და დახელოვნდა გერმანიასა და საფრანგეთში. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Исследованния о воспалении“ (1897). 

1908–1922 წლებში განაგებდა ზოგადი პათოლოგიის და ბაქტერიოლოგიის კათედრას თავდაპირველად ოდესის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ–სამედიცინო ინსტიტუტში. 1923–1953 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრას, 1944–1960 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილებას. იკვლევდა ანთების მექანიზმებს, ნერვული სისტემის, გულის, სისხლის, მიკროცირკულაციის ფიზიოლოგიურ და ზოგადი პათოლოგიის საკითხებს. მუშაობდა აგრეთვე მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ზოოლოგიის დარგში. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ბიოლოგიასა და მედიცინაში ვარიაციული სტატისტიკისა და კიბერნეტიკის მეთოდი. ფართოდ იყენებდა ფიზიკის მეთოდებს სისხლის მიმოქცევის შესწავლაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ვლადიმერ ვორონინის პირადი ბიბლიოთეკა დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ სამეცნნიერო ბიბლიოთეკაში. რუსი პათოფიზიოლოგი, მეცნიერული პათოფიზიოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1897), პროფესორი (1908).

 ორტომიანი სახელმძღვანელოს ავტორი პათოფიზიოლოგიაში. მისი შრომები ეხება შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების შენებას და სხვა საკითხებს.


Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საპატიო აკადემიკოსი (1944-)

Awards and Honors

  • 1949 - უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ა. ბოგომოლეცის სახელობის სამეცნიერო პრემია
  • 1942 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე