The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნიკოლოზ მიხეილის ძე ასპისოვი

Date of birth:1877
Date of death:1952  (at 75 years)
Category:Otorhinolaryngologist

Biography

დაიბადა ქ. კასიმოვოში (რიაზანის ოლქი). 1900 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინი აკადემია. ცნობილი ოტო-რინო-ლარინგოლოგი. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Материалы к решению вопроса о влиянии радикальной операции среднего уха на функцию слуха и вестибулярного аппарата“ (1910). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. მისი შრომები ეხება სასმენ და ვესტიბულურ აპარატზე ოპერაციული ტექნიკის საკითხებს. 

 1901 მუშაობა დაიწყო თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც განაგებდა ყელ-ყურის განყოფილებას. პირველმა დანერგა საქართველოში ოტოლარინგოლოგიური ავადმყოფების ქირურგიული მკურნალობა. 1908-1910 მუშაობდა პროფესორ ნ. სიმანოვსკისთან პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში. 1909 ასპისოვმა შემოიღო ლაბირინთის ფუნქციის გაგრილებული ჰაერით გამოკვლევის ახალი მეთოდი, რისთვისაც დაამზადა სპეციალური პორტატიული აპარატი. ამ მეთოდმა საერთო აღიარება პოვა. 1909 პირველად საქართველოში ამოიღო ბრონქებიდან უცხო სხეული, რითაც დასაბამი მისცა ჩვენში ბრონქო- და ეზოფაგოსკოპიას. 1910-იდან მუშაობდა საზღვარგარეთ ევროპის გამოჩენის ოტოლარინგოლოგებთან (ა. პოლიცერთან, ვ. ურბანჩიჩთან და სხვ.). 1914-იდან განაგრძო მუშაობა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1922-1952 იყო თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტის ოტოლარინგოლოგიის კათედრის (1930-იდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კათედრა) გამგე. ასპისოვმა შეისწავლა ლაბირინთის გაღიზიანების გავლენა ელექტროენცეფელოგრამაზე, დაადასტურა ვესტიბულარული აპარატის წარმომადგენლობა დიდი ტვინის ქერქში. 1932 დააარსა საქართველოს ოტოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, რომლის უცვლელი თავმჯდომარე იყო გარდაცვალებამდე. ასპისოვი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებით. კლინიკური ოტოლარინგოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. 

Member of Organizations

  • საქართველოს ოტოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება (1932-)

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენები.