The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ბართლომე ირაკლის ძე კრავეიშვილი (ბათუ)

ბართლომე ირაკლის ძე კრავეიშვილი
Date of birth:1914
Date of death:1969  (at 55 years)
Category:Doctor

Biography

დაიბადა ქ. სამტრედიაში. 1935 წელს დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ისნტიტუტი. ექიმი და გამოჩენილი მომღერალი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი. 

13 წლის ასაკში ბიძასთან გადმოვიდა, თბილისში. მისი ბიძა, ნიკოლოზი რუსთაველის თეატრის მხატვარი იყო. მშობლებს ბათუს ექიმობა უნდოდათ, ამიტომ მომავალმა ხელოვანმა მოსკოვში სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა.
ბათუ კრავეიშვილის სასიმღერო კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო. მან მოსკოვის დიდ თეატრში გამართულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა და დიდი თეატრის სოლისტიც გახდა, სადაც 1939-41 წწ. მოღვაწეობდა. ომის წინა წლებში ბათუ კრავეიშვილი თბილისში დაბრუნდა და ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა, სადაც მრავალი საოპერო პარტია შეასრულა. მის მიერ შესრულებულ საოპერო პარტიებს შორის აღსანიშნავია კიაზო (ზ. ფალიაშვილის “დაისი”), მურმანი (ზ. ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”), თავადი იგორი (ბოროდინის “თავადი იგორი”), გოჩა (ბალანჩივაძის “დარეჯან ცბიერი”) და სხვა.
1958 წლიდან ბ. კრავეიშვილი კონსერვატორიის პედაგოგი იყო. მოღვაწეობდა კინოშიც. გადაღებულია ფილმებში: “დაკარგული სამოთხე”, “გიორგი სააკაძე”, “ქეთო და კოტე”. ავტორია მემუარული ხასიათის წიგნისა “დაუვიწყარი”.

55 წლის ასაკში ბათუ კრავეიშვილი ავად გახდა. შეცდომით ჩატარებული ოპერაციის შედეგად დადგინდა, რომ ხელოვანს თირკმლის კიბო ჰქონდა. ბათუ კრავეიშვილი 1969 წელს გარდაიცვალა.