The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ (ნიკო) დავითის ძე დიასამიძე

ნიკოლოზ (ნიკო) დავითის ძე დიასამიძე
დაბადების თარიღი:1845
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 1897  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

     ნიკოლოზ დიასამიძე დაიბადა 1845 წელს. იგი გახლდათ თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. ნიკოლოზ დიასამიძეს სოლოლაკში, აგრეთვე სოფლებში: ბრილსა და საქაშეთში, სადაც მამულების და მდიდრულად გაწყობილი სახლების პატრონი იყო, გამართული ჰქონდა სალონები. ამ სალონებში იკრიბებოდა იმ პერიოდის რჩეული საზოგადოება: აკაკი და გიორგი წერეთლები, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი..., იმართებოდა ლიტერატურული ღონისძიებები, ე.წ. "ორშაბათები", თეატრალური წარმოდგენები.

    1892 წლის 6 სექტემბერს, სოფელ ბრილში, ნიკო დიასამიძის სალონში შეიკრიბა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც მოგვიანებით გაზეთი "კვალი" დააარსა. 1877 წელს ნიკოლოზ დიასამიძემ და ალალო თუთაევმა (მწერალი, პუბლიცისტი, ქველმოქმედი) საკუთარი ხარჯით გორის ძველი როტონდა თეატრად გადააკეთეს, სადაც გორის "სცენის მოყვარულთა საზოგადოება" თეატრალურ წარმოდგენებს მართავდა.

    ნიკოლოზ დიასამიძე გახლდათ გრიგოლ დიასამიძის მამა. 

    ნიკოლოზ დიასამიძე 1897 წლის 13 აგვისტოს მოკლეს სოფელ ბრილში რევოლუციურად განწყობილმა გლეხებმა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამხმარებელი წევრი გორის მაზრაში (1886-)

გააზიარე: