The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ბაბო მჭედლიძე

ბაბო მჭედლიძე
ოფიციალური სახელი:ბარბარე სიმონის ასული მჭედლიძე
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1987  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მუხათგვერდის პანთეონი
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

    ბარვარე მჭედლიძე დაიბადა 1896 წელს ქუთაისში, ცნობილი სასულიერო პირის სიმონ მჭედლიძის ოჯახში, რომელიც მიტროპოლიტ ნაზართან და რამდენიმე მღვდელთან ერთად, კომუნისტებმა საფიჩხიას ტყეში დახვრიტეს.

   ბარბარე მჭედლიძე იგი ქუთაისის ეპარქიალურ სასწავლებელსა და ვაჟთა გიმნაზიაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მოგვიანებით თბილისის ვაჟთა გიმნაზიაშიც (პირველი საშუალო სკოლა) მოღვაწეობდა.

   1920 წლიდან ბარბარე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი.

   1922-1925 წლებში ბაბო მჭედლიძე თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში მუშაობდა.

   ბარბარე მჭედლიძე სიტემატიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან, სადაც ლიტერატურულ–კრიტიკულ წერილებს ბეჭდავდა. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "მნათობში".

   ბარბარე მჭედლიძე გარდაიცვალა 1987 წელს თბილისში და დაკრძალულია მუხათგვერდის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1920-)

გააზიარე: